ხატია დეკანოიძე: არჩევნების მოგების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნამდვილად არ არის
“არჩევნების მოგების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნამდვილად არ არის. მოგების გასაღებია „ნაციონალური მოძრაობის“ გარეთ სხვადასხვა პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციაში”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ხატია, დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ ორბიტაზე უნდა იყოს – ნებისმიერი პარტია, რომელიც მას შეუერთდება, ხმას ვერ მოუტანს ვერც “ნაციონალურ მოძრაობას“ და ვერც საკუთარ ამომრჩეველს ვერ გააერთიანებს.
“რწმენა რომ მქონოდა “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ან იმ პროცესების მიმართ, რაც “ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება, პარტიას არ დავტოვებდი. “ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო მყოფი პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც ამ პარტიის სახელით საუბრობენ და მისი ლიდერები არიან, მაგალითად, თამარ ჩარკვიანი, გუბაზ სანიკიძე, “სტრატეგია აღმაშენებელი“ – მათი ერთობა “ნაციონალური მოძრაობისთვის“ დამატებით ხმების მატებას არ გამოიწვევს. ეს არის ხმები, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის და ჩემი აზრით, ეს ორბიტა ცალკე უნდა იყოს. აქეთ მხარეს კი იმ პოლიტიკური ძალების კონსოლიდირება უნდა მოხდეს, ვისაც “ნაციონალურ მოძრაობაში“ გაერთიანება არ უნდა. “ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ ორბიტაზე უნდა იყოს – ნებისმიერი პარტია, რომელიც მას შეუერთდება ხმას ვერ მოუტანს ვერც “ნაციონალურ მოძრაობას“ და ვერც საკუთარ ამომრჩეველს ვერ გააერთიანებს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.