“ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობას არჩევნებამდე არ ვაპირებთ!” – სალომე სამადაშვილი

„ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ ხელისუფლებაში უნდა – დაბრუნდეს, ამით „ქართული ოცნების“ პოზიციებს მხოლოდ აძლიერებს. ცხადია, არჩევნებამდე “ნაციონალურ მოძრაობასთან” არანაირ თანამშრომლობას არ ვაპირებთ!“, – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ჩვენ ქართველი ამომრჩევლისთვის ალტერნატივის შეთავაზებას ვაპირებთ, რომელიც არც “ქართული ოცნება” და არც “ნაციონალური მოძრაობა” არ იქნება. ცხადია, არჩევნებამდე “ნაციონალურ მოძრაობასთან” არანაირ თანამშრომლობას არ ვაპირებთ, მით უფრო, იმ ფორმაში მყოფ პარტიასთან, რა ფორმაშიც ის დღეს არის”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები