ბექა დავითულიანი – ხოშტარიაზე: ცოტა მორალური დილემა არის
“როგორც ჩანს, ტრანზაქცია ახალი გაკეთებულია და ელენე ხოშტარია აქტიურად არ დამინახავს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
„სოლიკო ვირსალაძე ნამდვილად იყო კარგი შემოქმედი, თუმცა, ამდენი წლის მერე რუსეთი ასე პატიოსნად იხდიდეს თავის ჰონორარებს და ამდენს, ძალიან გასაკვირია. ვაშაძეს რუსებზე ჰქონდა ბინა მიქირავებული, ეს რუსეთის ბიუჯეტიდან ჰონორარს იღებს, როგორც თვითონ ეძახის, რატომ წევენ ამხელა პანიკას. ამის პარალელურად, რუსეთის ვიღაც მოქალაქე რომ ტურისტულად რესტორანში დაჯდება, ცოტა მორალური დილემა არის“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2,5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა.