სალომე ზურაბიშვილი: კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე ომის დანაშაულს – საქართველო უკრაინის გვერდით დგას
“კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე ომის დანაშაულს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერზე” წერს.
მისივე თქმით, საქართველო უკრაინის გვერდით დგას.
“საშინელი თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ,,ნოვა კახოვკას” კაშხალზე კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას. ომის ამ დანაშაულებებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. საქართველო უკრაინის გვერდით დგას!”, – წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ხერსონის რეგიონში კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს.