მიხეილ სარჯველაძე: მძიმე მდგომარეობა აქვს “ნაცმოძრაობას”, ოპოზიციის რიგებში დომინანტური როლის შენარჩუნება უჭირს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დასუსტებულია და ოპოზიციის რიგებში დომინანტური როლის შენარჩუნება უჭირს.
“ისედაც მძიმე მდგომარეობა აქვს “ნაციონალურ მოძრაობას”, უჭირს დომინანტური როლის შენარჩუნება ოპოზიციის რიგებში და, შესაბამისად, ცდილობს, რომ რაღაცნაირად ჩაებღაუჭოს ამ მდგომარეობას და ხელიდან არ გაუშვას ის მოცემულობა, რომელიც მას ამ დრომდე ჰქონდა. მაგრამ, მათ მიერვე დატრიალებული ამბების გათვალისწინებით, ეს ვფიქრობ, საკმაოდ მაგრად გაუჭირდებათ,” – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
ინფორმაციისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა: “გამარჯვების გასაღები “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს, ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ”.