კახა კალაძე: კეზერაშვილი გამოვლენილია კონკრეტულ თაღლითობებში, ამაზე საერთაშორისო გამოძიებაც მიმდინარეობს

“დავით კეზერაშვილი ცდილობდა, შეელახა ქვეყნის რეპუტაცია, თუმცა, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს, ხვდება არსებულ რეალობას, იგივე ხდება ახლა”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ფორმულას“ მიერ ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების თაობაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, კეზერაშვილი კონკრეტულ თაღლითობებშია გამოვლენილი.

„ტელეკომპანია არაფერ შუაში არ არის, იცით, რომ კეზერაშვილი გამოვლენილია კონკრეტულ თაღლითობებში, ამაზე საერთაშორისო გამოძიებაც მიმდინარეობს. გარდა ამისა, „ბიბისის“ ჰქონდა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც, უამრავი გაუბედურებული ადამიანია და ამ ყველაფრის მთავარი შემოქმედი გახლდათ კეზერაშვილი. ამაზე საუბრობენ, ამაზე მიმდინარეობს გამოძიება. ეს ადამიანი ცდილობს, რომ როგორმე, როგორც „მიშა კვდებას“ თემა იყო და ამაში უზარმაზარი ფული დახარჯეს, რათა შეელახათ ქვეყნის რეპუტაცია, გაეშავებინათ ჩვენი ქვეყანა, თუმცა საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს, ხვდება არსებულ რეალობას და, რა თქმა უნდა, მათ არაფერი გამოუვიდათ, იგივე იქნება ამ შემთხვევაშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები