ბექა ოდიშარია – პრემიერის ანგარიშზე: ამ დოკუმენტში ევროინტეგრაცია და ჩვენი ევროპული მისწრაფებები მნიშვნელოვნად არის ხაზგასმული

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია მიიჩნევს, რომ პრემიერის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს უკვე გადაეგზავნა, ევროინტეგრაცია და საქართველოს ევროპული მისწრაფებები მნიშვნელოვნად არის ხაზგასმული.

“ევროინტეგრაცია და ჩვენი ევროპული მისწრაფებები არის ხაზგასმული ძალიან მნიშვნელოვნად ამ დოკუმენტში. რა თქმა უნდა, საუბარი არის უკრაინის მხარდაჭერაზე, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაზე. ისევე – როგორც ეს ხდებოდა ვერბალურად, ყველა პლატფორმაზე, სადაც კი გაჟღერებულა და ყოფილა საუბარი, სხვადასხვა ფორუმებზე. თქვენ იცით, რომ პრემიერმინისტრს ჰქონდა ათეულობით ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, ძალიან მნიშვნელოვან ჩვენ პარტნიორ  სახელმწიფოს ლიდერებთან და სწორედ ის რიტორიკა, რაც იქ გახლდათ, იგივე იყო გადატანილი როგორც რეზოლუციებში, ისე ამ დოკუმენტში,” – აცხადებს ბექა ოდიშარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები