პარლამენტმა გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშზე მუშაობა დაიწყო

პარლამენტმა გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშზე მუშაობა დაიწყო. საკითხი დღეს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს წარედგინება.

ბიუჯეტს, რომელმაც წინა წელთან შედარებით, 2%-იანი ზრდა განაპირობა, დადებითად აფასებენ უმრავლესობაში. დეპუტატები საუბრობენ წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებსა და სოციალურ დახმარებებზე.

“სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მოგვცა საშუალება, რომ ორნიშნულიანი ეკონომიკური ზრდა გვქონოდა. ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა გაზრდილი ბიუჯეტი გვქონოდა დაახლოებით 1 მილიარდი, რაც ძირითადად მიმართული იყო სოციალურ პროგრამებზე,” – აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მარიამ ლაშხი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები