გერმანიის კანცლერი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას 9 ივნისს გამართავს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს 9 ივნისს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას კანცლერის ოფისი ავრცელებს.

ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა ბერლინში, გერმანიის ფედერალურ კანცელარიაშია დაგეგმილი.

„მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება მიმდინარე საგარეო, უსაფრთხოებისა და ევროპული პოლიტიკის საკითხებზე, ასევე ეკონომიკური პოლიტიკის თანამშრომლობის თემებზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გერმანიის კანცლერის ოფისის ცნობით, ორმხრივი შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია არ იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები