ნიკოლოზ სამხარაძე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხაილ როთს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა და ამ მხრივ გატარებული რეფორმები შეხვედრის მთავარი თემები იყო. მხარეებმა წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს წინაშე მდგარ უსაფრთხოების გამოწვევებსა და ამ გამოწვევების დაძლევაში ევროკავშირის მიერ დახმარების გაწევის შესაძლებლობებზე. შეხვედრისას ქვეყანაში არსებული შიდაპოლიტიკური ვითარებაც განიხილეს.
ხაზი გაესვა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობის აუცილებლობას, მით უფრო – მაშინ, როდესაც დღის წესრიგში დგება საგარეო პოლიტიკური საკითხები. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და საპარლამენტო ურთიერთობების განმტკიცების შესაძლებლობები მიმოიხილეს. საუბარი ასევე შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების პერსპექტივებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები