გიორგი ვოლსკი – პრეზიდენტზე: ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის ურთიერთობების გარჩევის დროს არ შეიძლება, იმ პლატფორმაზე აღმოჩნდე, სადაც, ვთქვათ, ლევან ხაბეიშვილი დგას

“როცა საკითხი ეხება პრეზიდენტის ფუნქცია-მოვალეობებს, უნდა გვახსოვდეს, რომ კონსტიტუციურად ყველას პრეზიდენტია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის ურთიერთობების გარჩევის დროს არ შეიძლება, იმ პლატფორმაზე აღმოჩნდე, სადაც, მაგალითად, ლევან ხაბეიშვილი დგას.

“როცა საკითხი ეხება პრეზიდენტის ფუნქცია-მოვალეობებს, უნდა გვახსოვდეს, რომ კონსტიტუციურად ყველას პრეზიდენტია. ძალიან მცირე ჯგუფი არსებობს ევროსკეპტიკოსებისა, უფრო დიდი ჯგუფი არსებობს ასეთი საფრანგეთში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაკრონი უარს აცხადებს მათ პრეზიდენტობაზე. ჩვენ, ევროინტეგრაციის არათუ მხარდამჭერი, არამედ წარმმართველი ძალა, გარკვეული შეხედულებების მიუხედავად, ვდგავართ ამ პოზიციაზე და პრეზიდენტმა ეს უნდა გაითვალისწინოს. ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის ურთიერთობების გარჩევის დროს, არ შეიძლება იმ პლატფორმაზე აღმოჩნდე, სადაც ვთქვათ, ლევან ხაბეიშვილი დგას, მით უმეტეს, ვერც ახალ პლატფორმაზე მოიპოვა მხარდაჭერა – რაც გინება და ლანძღვა იყო, იგივე რეჟიმია დაახლოებით, ამ დროს იმ ხალხთან, ვინც 2018 წელს სერიოზულად მხარი დაუჭირა, გარკვეული წინააღმდეგობები შეიქმნა, იმ ხასიათის გამო, რომელზეც პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მივიღეთ პასუხი. ეს ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტმა გარკვეული ზარალი განიცადა, რაც დაუშვებელია”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები