„ჩადენილი ქმედებებისთვის ყველამ პასუხი უნდა აგოს“ – გურამ მაჭარაშვილი გვარამიაზე
„ყველამ პასუხი უნდა აგოს იმ ქმედებებისთვის, რაც ჩაიდინა“,- ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„თქვენ იცით, რომ საერთაშორისო სასამართლო არსებობს და იმ საერთაშორისო სასამართლომ თქვა ზუსტად, მათ შორის, პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებითაც და თავის დროზე, „რუსთავი 2“-ზეც, რომ გამტყუნდა როგორც სააკაშვილი, ასევე გვარამია. ამიტომ, გადახედონ ხოლმე ისტორიას და ნუ შეირცხვენენ თავს, როცა ასეთი პიროვნებების ადვოკატებად გამოდიან“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
დღეს ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას პატიმრობა შეეფარდა. მხარდამჭერები და მეგობარი პოლიტიკოსები მის გათავისუფლებას ითხოვენ.