“როდესაც დაიწყო კეზერაშვილმა ეს საგმირო საქმე საქართველოში, მაშინ შს მინისტრი იყო გახარია, შემდეგ პრემიერმინისტრიც გახდა, გამოდის, რომ გახარიას სცოდნია ამ დანაშაულის თაობაზე” – კობახიძე
როგორც გამოძიებიდან ირკვევა, როდესაც დაიწყო კეზერაშვილმა ეს საგმირო საქმე საქართველოში, მაშინ შს მინისტრი იყო გახარია, შემდეგ პრემიერმინისტრიც გახდა. გამოდის, რომ გახარიას სცოდნია ამ დანაშაულის თაობაზე და სწორედ მის თვალწინ ხდებოდა ამ დანაშაულის ჩადენა კეზერაშვილის მიერ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ასეთ სისულელეს ამტკიცებენ საკუთარი ლიდერის და ბელადის წინააღმდეგ.
„თქვენ მოისმინეთ გახარიას პარტიის წარმომადგენლებისგან სპეკულაციები, თითქოს ხელისუფლების ცოდნის გარეშე ასეთი დანაშაული ვერ იქნებოდა ჩადენილი. მინდა შეგახსენოთ, როგორც გამოძიებიდან ირკვევა, როდესაც დაიწყო კეზერაშვილმა ეს საგმირო საქმე საქართველოში, მაშინ შს მინისტრი იყო გახარია, შემდეგ პრემიერ-მინისტრიც კი გახდა. გამოდის, რომ გახარიას სცოდნია ამ დანაშაულის თაობაზე და სწორედ მის თვალწინ ხდებოდა ამ დანაშაულის ჩადენა კეზერაშვილის მიერ. ასეთ აბსურდში არიან შესული და აქ როგორ შეიძლება, რამეში გაჰყვე რადიკალურ ოპოზიციას, ჩემთვის გაუგებარია.
თუ გახარიას პარტიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლების ცოდნის გარეშე ეს დანაშაული ვერ იქნებოდა ჩადენილი, მაშინ გახარია თვითონ იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, მერე გახდა პრემიერი და გამოდის, რომ მას სცოდნია ამ დანაშაულის შესახებ. ასეთ სისულელეს ამტკიცებენ საკუთარი ლიდერის და ბელადის წინააღმდეგ. წარმოიდგინეთ, გამოდიან დეპუტატები, გახარიას პარტიის წარმომადგენლები და ამტკიცებენ, რომ გახარიას უნდა სცოდნოდა აუცილებლად კეზერაშვილის მიერ ქოლცენტრების შექმნის თაობაზე. ასეთ აბსურდში არიან შესული. საკუთარ თავს იზიანებენ და საკუთარ ბელადს აზიანებენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.