პარლამენტს ოპოზიციის კვოტით ვიცესპიკერის პოსტზე ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარედგინა
პარლამენტს ოპოზიციის კვოტით ვიცესპიკერის პოსტზე ასარჩევად ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარედგინება.
ვიცესპიკერის თანამდებობაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის კანდიდატურა პარლამენტის ბიუროს უკვე წარედგინა.
ლევან ბეჟაშვილის აღნიშნულ პოსტზე არჩევას 76-ხმიანი მხარდაჭერა სჭირდება.
პარლამენტში ოპოზიციონერი ვიცესპიკერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად აირჩიეს.