“ჩვენი ამოცანაა, რომ იუსტიციის საბჭოში შევიდნენ კეთილსინდისიერი და კომპეტენტური ადამიანები” – ანა ნაცვლიშვილი

„ჩვენი ამოცანა და მზაობა არის, რომ იუსტიციის საბჭოში შევიდნენ კეთილსინდისიერი და კომპეტენტური ადამიანები“, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

„ჩვენ მუდმივად ვაცხადებდით და ვაცხადებთ, რომ ჩვენი ამოცანა და მზაობა არის, რომ იუსტიციის საბჭოში შევიდნენ კეთილსინდისიერი და კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც იქნებიან საზოგადოებრივი ინტერესების დამცველები მართლმსაჯულების სისტემაში.

რა თქმა უნდა, ოპოზიცია მზადყოფნაშია, რომ ასეთი ადამიანების არჩევას ხელი შეუწყოს საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციაში შემავალ თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს სთავაზობს, მცირე დასაბუთებით წარმოადგინოს მათთვის მისაღები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები