პარლამენტის თავმჯდომარეებს შორის მოხდება იმ მნიშვნელოვანი გზავნილებისა და ურთიერთმხარდაჭერის გაცვლა, რისთვისაც აზერბაიჯანში ჩამოვედით – არჩილ თალაკვაძე

„კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ ჩვენი ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ასევე იმ საერთო გეოპოლიტიკურ ინტერესებზე, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანს ამ რეგიონში გვაკავშირებს”,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ბაქოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ჩვენ კოლეგებთან ძალიან პოზიტიური შეხვედრები გვქონდა, რაც დღევანდელი დღის კიდევ უფრო მაღალი დონის შეხვედრებზე წინაპირობას ქმნის და პარლამენტის თავმჯდომარეებს შორის მოხდება იმ მნიშვნელოვანი გზავნილებისა და ურთიერთმხარდაჭერის გაცვლა, რისთვისაც ჩვენ აქ ჩამოვედით“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები