ანრი ოხანაშვილი – სასამართლო რეფორმაზე: 12 ძირითადი საკითხი, რომელიც ვენეციის კომისიამ რეკომენდაციის სახით გასცა, უკვე ასახულია ჩვენ მიერ ინიცირებულ ვერსიაში

“12 ძირითადი საკვანძო საკითხი, რომელიც ვენეციის კომისიამ რეკომენდაციის სახით გასცა, უკვე ასახულია ჩვენ მიერ ინიცირებულ ვერსიაში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა სასამართლო რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების გაუმჯობესების მიზნით, ოპოზიციისა და არასამთავრობოების მხრიდან ობიექტური შეთავაზებები თუ იქნება, მმართველი გუნდი მსჯელობისთვის მზადაა.

„დღეს კიდევ ერთხელ გვექნება შესაძლებლობა, ოპოზიციის, არასამთავრობოებისა და პროფესიული საზოგადოების ჩართულობით განვიხილოთ თითოეული საკითხი, რომელიც უკავშირდება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, ასევე, მოვისმინოთ შემოთავაზებები. თუ იქნება ობიექტური შემოთავაზება, რომელიც გააუმჯობესებს ამ საკანონმდებლო ცვლილებებს, ჩვენ მზად ვართ, ვიმსჯელოთ ამაზე“, – აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები