საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას სთავაზობს, ხვალინდელი დღის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მათთვის მისაღები კანდიდატები წარმოადგინოს

საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას სთავაზობს, რომ ხვალინდელი დღის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მათთვის მისაღები კანდიდატები წარმოადგინოს. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული შეთავაზება მმართველ გუნდს საშუალებას მისცემს განსაზღვროს, არის თუ არა პრაქტიკული შანსი, რომ ამ საკითხზე კონსენსუსი იქნეს მიღწეული.

„წარმოდგენილი კანდიდატებიდან 15-მდე კანდიდატი აკმაყოფილებს როგორც კომპეტენტურობის, ასევე კეთილსინდისიერების კრიტერიუმებს, რაც კარგად გამოჩნდა პარლამენტში მათთან გასაუბრებების დროს. ჩვენ არ შევზღუდავთ ოპოზიციის წარმომადგენლებს და ოპოზიციაში შემავალ თითოეულ სუბიექტს ვთავაზობთ მოკლე დასაბუთებით წარმოადგინონ მათთვის მისაღები კანდიდატები ხვალ დღის განმავლობაში. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ, არის თუ არა პრაქტიკული შანსი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიიღწეს კონსენსუსი და თუ იქნება დადებითი შედეგი, მაშინ ჩვენ კიდევ უფრო ჩქარა ვიზრუნებთ იმაზე, რომ კენჭისყრა გაიმართოს. ყველა შემთხვევაში ჩვენ ამაზე ვიზრუნებთ, თუმცა უმჯობესი და უკეთესი იქნება, რომ ჩვენი პოზიციები რაღაც ნაწილში მაინც დაემთხვეს ერთმანეთს“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები