გია ვოლსკი: პრეზიდენტმა ისეთი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს, რომელსაც გზა ჩიხისკენ მიჰყავს, არ შეიძლება, ცესკო-ს თავმჯდომარე მუდმივად ექვსი თვით იყოს არჩეული
პრეზიდენტმა ისეთი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს, რომელსაც გზა ჩიხისკენ მიჰყავს. არ შეიძლება, ცესკოს თავმჯდომარე მუდმივად ექვსი თვით იყოს არჩეული, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი შეფასებით, ცესკო-ლს საქმიანობაზე კარგი გამოცდილება როცა არსებობს, ამისი დაუნახაობა არასწორი ნაბიჯია.
„პრეზიდენტს იმის რესურსი აქვს, საკითხზე კონსულტაციები მაინც გამართოს. ცესკოს საქმიანობაზე კარგი გამოცდილება, საერთაშორისო შეფასებები როცა არსებობს, პრეზიდენტის მხრიდან არასწორი პოლიტიკური ნაბიჯია ამის დაუფასებლობა, დაუნახაობა და მცდელობის გარეშე დატოვება, იქნებ შეთანხმება მოხდეს. არ შეიძლება, ცესკოს თავმჯდომარე მუდმივად ექვსი თვით იყოს არჩეული, როცა მის წინაშე სერიოზული ამოცანებია. ყველა არჩევნებზე ცესკომ მაღალი კვალიფიკაცია აჩვენა, რაც მისასალმებელია. ადამიანი ამ თანამდებობაზე დანიშვნას როცა იმსახურებს და აქცენტების გადატანას ცდილობ, თურმე ოპოზიციის გარეშე ცესკო ვერ უნდა დაკომპლექტდეს და ამავე დროს მობილიზებულია, საბოტაჟი გაუწიოს პროცესს, ამას სხვა პოლიტიკური კულტურა სჭირდება. ოპოზიციამ ეს ამ დრომდე ვერ გამოიჩინა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, „საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც ცესკოს თავმჯდომარისა და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. 10 მაისს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ცესკოსთან დაკავშირებულ კანონპროექტს, მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.