ალუდა ღუდუშაური – “ნაცმოძრაობაზე”: როგორც ჩანს, ეს ადამიანები ვერ იყოფენ ძალაუფლებას, შეპყრობილები არიან ძალაუფლების წყურვილით
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიაში ძალაუფლებას ვერ იყოფენ.
“ცაიტნოტში არიან ეს ადამიანები იმიტომ, რომ მათ ვერ გაასწორეს ფოკუსი ჩვენი ქვეყნის და საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის საჭიროებებზე. ადეიშვილი იქნება ეს, მერაბიშვილი თუ ნებისმიერი სხვა, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ეს ადამიანები მათ. აქ არის ერთმანეთში კლანებს შორის დაპირისპირება. როგორც ჩანს, ეს ადამიანები ვერ იყოფენ ძალაუფლებას, შეპყრობილები არიან ძალაუფლების წყურვილით და როდესაც ადეიშვილზე არის საუბარი და იმ ადამიანებზე არის საუბარი, არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ მალე ეს ადამიანები იმ შეფარულ ხელკეტს თუ ცოცხებს გამოაჩენენ და ამით დაიწყებენ ქუჩაში სიარულს”, – განაცხადა ღუდუშაურმა.