ირაკლი ზარქუა: ხაბე არის მსხვერპლი, არავინ არაფერს ეკითხება – აქ არის კეზერაშვილი-ადეიშვილი-მერაბიშვილის კლანი
“ხაბე არის მსხვერპლი მათი, არავინ არაფერს არ ეკითხება. აქ არის კეზერაშვილი-ადეიშვილი-მერაბიშვილის კლანი, მორჩა”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ “ნაციონალურ მოძრაობაში” განვითარებულ პროცესებზე საუბრისას აღნიშნა.
ზარქუას თქმით, “ნაცმოძრაობის” ყოფილი ლიდერი, ნიკა მელიაც უთავმოყვარეო ადამიანი ყოფილა.
“ხაბე არის მსხვერპლი მათი, არავინ არაფერს არ ეკითხება. აქ არის კეზერაშვილი-ადეიშვილი-მერაბიშვილის კლანი, მორჩა. როგორც უნდა, ისე ახმოვანებენ, როგორც უნდა – იმ პლატფორმაზე დადგებიან, როგორც უნდა, იმ მესიჯს გაახმოვანებენ, როგორც უნდა – ისეთ აქციას მოაწყობენ. ის სამი რასაც გადაწყვეტს, ისე არის.
მელიაც უცნაური, უთავმოყვარეო, უპრინციპო ადამიანი აღმოჩნდა. ჩამოგაგდეს, ხაბემ გაგაგდო, ჩაგიტარეს არჩევნები, არ აქვს მნიშვნელობა მოგიწყვეს თუ რა, ჩამოგაგდეს, ადექი და გადი. უთავმოყვარეო კაცი ყოფილხარ, შენგან მით უმეტეს არ გამოვიდოდა ლიდერი”, – განაცხადა ზარქუამ.