ალექსანდრე რაქვიაშვილი: მგონი, „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებსაც აღარ სჯეროდათ, რომ სააკაშვილი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება

“გირჩის” წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

“მოსალოდნელი გადაწყვეტილება იყო. იმ ვითარებაში, რაც ხდებოდა ბოლო წლები, არათუ მე, მე მგონი, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებსაც აღარ სჯეროდათ, რომ მიხეილ სააკაშვილი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ამიტომ, ალბათ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სააკაშვილმა უნდა შეცვალონ ტაქტიკა და სხვა გზას მიმართონ თუ უნდათ ციხიდან გამოვიდეს, ან ზოგადად ამ პოლიტიკური პრობლემის მოგვარება“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები