არჩილ თალაკვაძე: საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ემსახურა ყურადღების სხვა საკითხებზე გადატანას იმ კრიზისიდან, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას თავის ბანაკში აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ემსახურა ყურადღების სხვა საკითხებზე გადატანას იმ კრიზისიდან, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას თავის ბანაკში აქვს.

„ეს ინიციატივა ემსახურება ერთადერთს, რომ მათ ყურადღება სხვა საკითხებზე გადაიტანონ იმ მძიმე კრიზისიდან, რომელიც აქვს რადიკალურ პოზიციას თავის ბანაკში და ეს სახელმწიფო ინტერესების დაზიანების ხარჯზე გააკეთონ. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიამ შეიძლება ჩაანაცვლოს მიმდინარე მნიშვნელოვანი გამოძიება, სადაც აქვს პროკურატურას, უსაფრთხოების სამსახურს და შსს-ს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები, რომელიც საერთაშორისო დონეზე არის აღიარებული“,- განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები