არჩილ თალაკვაძე: საქართველოსა და აზერბაიჯანს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს
“საქართველოსა და აზერბაიჯანს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს – ჩვენ ჩამოვედით, რომ დავუდასტუროთ ჩვენი პატივისცემა ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში აზერბაიჯანში იმყოფება.
მისივე თქმით, შეხვედრებზე ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განხილული.
„ჩვენ ჩამოვედით, რომ დავუდასტუროთ ჩვენი პატივისცემა ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს. ამავე დროს გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, რომ ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილოთ, რომლებიც საქართველოსა და აზერბაიჯანს რეგიონში აკავშირებთ, აქვთ საერთო და რა თქმა უნდა, ჩვენს მეგობრებთან ამაზე გვექნება საუბარი“, – განაცხადა თალაკვაძემ.