ალუდა ღუდუშაური: ბევრი წამყვანი ევროპული ქვეყნის სასამართლოებთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ვერ ნახავთ იმდაგვარ სტანდარტს, რაც შემოგვაქვს ჩვენ

“სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებები, რომელსაც ვიღებთ, რევოლუციურია – ბევრი წამყვანი ევროპული ქვეყნის კანონმდებლობაში ვერ ნახავთ იმდაგვარ სტანდარტს, რაც ჩვენ შემოგვაქვს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ცვლილებები ფუნდამენტურია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები, რომლებსაც დღეს ვიღებთ, ეს არის მართლაც რევოლუციური და თამამად შეგვიძლია, ეს ვთქვათ, რადგან ბევრი წამყვანი ევროპული ქვეყნის სასამართლოებთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ვერ ნახავთ იმდაგვარ სტანდარტს, რაც შემოგვაქვს ჩვენ. როცა ვინმე ტალახს ისვრის, დააკონკრეტებინეთ, რას გულისხმობს რევოლუციური და ფუნდამენტური ცვლილებები. მათ არ აქვთ ხედვა, კომპეტენცია და საკმარისი არგუმენტები. ჩვენ მივყვებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ის სრულად იქნება ასახული. თუ ვინმე იტყვის, რომ ეს ცვლილებები არ არის ფუნდამენტური, ის ან ვერ ერკვევა საკითხში ან პოლიტიკურად ძალიან ანგაჟირებულია”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები