საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა კომიტეტებში, მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში და დროებით კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განსაზღვრა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საპარლამენტო კომიტეტებში, მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განსაზღვრა.

საკითხი განსახილველად კომიტეტის წევრებს კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა გააცნო. მისი თქმით, რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების შედეგად, შეიქმნა ორი ახალი პოლიტიკური ჯგუფი და შესაბამისად, მოხდა კომიტეტებში, დელეგაციებში და დროებით კომისიაში წარმომადგენლობების გადასინჯვა და კვოტების განსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები