ილია დარჩიაშვილი: საქართველო მოცემულ მომენტში ევროკავშირთან ძალიან ახლოს მუშაობს იმისთვის, რომ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი

„საქართველო მოცემულ მომენტში ევროკავშირთან ძალიან ახლოს მუშაობს იმისთვის, რომ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ლარს ლოკე რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან ნათელი და ადვილი დასანახია ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანამ გადადგა.

„საქართველო მოცემულ მომენტში ევროკავშირთან ძალიან ახლოს მუშაობს იმისთვის, რომ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ეს არის ნაბიჯი, გზა, რომელიც ჩვენ საბოლოოდ წევრობამდე მიგვიყვანს. სჭირდება ამას დრო, წლები, იმისთვის, რომ საქართველომ საბოლოო წევრობა მოიპოვოს. ჩვენ ვართ პასუხისმგებლობიანი პარტნიორი, ასოცირებული წევრი ევროკავშირის და ჩვენ ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც ავიღეთ პარტნიორებთან, ამას ვასრულეთ. შესაბამისად, ძალიან ნათელი და ადვილი დასანახია ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც ამ მიმართულებით ქვეყანამ გადადგა პარტნიორებთან ძალიან მჭიდრო და ახლო კოორდინაციით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები