დავით მაღრაძე: ჩემი აზრით, ამ დროს ლოგიკური და ადეკვატური იქნებოდა ევროკავშირისგან, რომ დაჩქარებული წესით მოგვანიჭოს კანდიდატის სტატუსი; სტატუსიც უნდა მოგვანიჭონ, ნატოს ქოლგაც გადაგვაფარონ
„ჩემი აზრით, ამ დროს ლოგიკური და ადეკვატური იქნებოდა ევროკავშირისგან, რომ დაჩქარებული წესით მოგვანიჭოს კანდიდატის სტატუსი. მოსესავით ნუ შემოგვხედავს, რომ 40 წელი უნდა გვატაროს უდაბნოში, იმიტომ რომ თუ ამ რეკომენდაციებს ცოცხალი კონტაქტი არ მოყვა, მერე აზრს კარგავს, ცვდება, ხუნდება ყველაფერი, ენთუზიაზმი ქრება, – ამის შესახებ პოეტმა, დავით მაღრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE,, საუბრისას განაცხადა.
“სტატუსიც უნდა მოგვანიჭონ, ნატოს ქოლგაც გადაგვაფარონ, იმიტომ რომ თუ ჩემგან სანქციებში მაქსიმალურ ჩართულობას ითხოვ, მაშინ ჩემი დაცულობის ხარისხი შენი დაცულობის ხარისხის უნდა იყოს“, – განაცხადა მაღრაძემ.