სოზარ სუბარი: ზოგადად, შეჩვეულები ვართ, რომ ჩვენი ოპოზიცია ყოველთვის ყველაფერს აკეთებს, რათა რამენაირად უმტროს საქართველოს ინტერესებს
ზოგადად, შეჩვეულები ვართ, რომ ჩვენი ოპოზიცია ყოველთვის ყველაფერს აკეთებს, რომ რამენაირად უმტროს საქართველოს ინტერესებს, – ამის შესახებ ,,ხალხის ძალის წევრმა”, სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„რასაც ოპოზიცია ამბობს, სამწუხაროდ, ეს არის პირდაპირი გადმომღერება იმისა, რასაც მათ მათი პატრონები ეუბნებიან დასავლეთიდან და ქალბატონი კელი დეგნანი ყველაზე მკაფიო გამხმოვანებელია საქართველოსთვის არც თუ მეგობრული განცხადებებისა, რომლებიც მოდის დასავლეთიდან და რომლებსაც მერე ოპოზიცია ახმოვანებს. ისრაელში, თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში დაფრინავენ [რუსული თვითმფრინავები]. ვინმემ უთხრა მათ, სანქციებს დაგიწესებთო? ბუნებრივია, არა. პირიქით, მადლობებს უხდიან ყოველდღე და საქართველოს მიმართ რატომღაც მაშინვე იწყება ასეთი კამპანია. თუმცა, იგივე 1-2 წლის წინ ძალიან მკაფიო, მკაცრი განცხადებები კეთდებოდა რუსეთის მიმართ, სასწრაფოდ აღადგინეთ ფრენები საქართველოსთანო“, – განაცხადა სუბარმა.