ირაკლი ქადაგიშვილი: დღეს საქართველოში არის ის მმართველობა, რომლის პირობებშიც ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევა გამორიცხულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი საქმეზე – „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„დღეს საქართველოში არის ის მმართველობა, როდესაც ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევა არის გამორიცხული. მილიონები ხარჯეს ამ ფეიკ აღქმის შესაქმნელად და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს დასაზიანებლად, დაწყებული იქიდან, რომ ამბობდნენ: მოწამლეს, აწამებენ, სათანადო მკურნალობას არ უნიშნავენო. ეს იყო ფეიკი, ტყუილი და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელიც პარალელურად მიზანს ისახავდა, რომ სააკაშვილს პატიმრობისგან თავი აერიდებინა“, – აცხადებს ქადაგიშვილი.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები