მამუკა მდინარაძე – პრეზიდენტზე: სამწუხაროა, რომ ქალბატონი სალომეს ნარატივი ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის ნარატივს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ცესკოსთან დაკავშირებულ კანონპროექტს, მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.

მდინარაძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის ნარატივი რადიკალური ოპოზიციის ნარატივს ემთხვევა.

„სამწუხაროა, რომ ქალბატონი სალომეს ნარატივი და დღის წესრიგი ერთი ერთში გამონაკლისების გარეშე, ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის ნარატივს. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ის ვითომ აკრიტიკებს “ნაცმოძრაობას” და რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს, მაშინაც, ცალსახად ვხედავთ რომ არის მათი ნარატივის გაძლიერების მცდელობა“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები