ნინო წილოსანი: სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა არის დაცული

“სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა დაცულია და კეთდება ყველაფერი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით, წამოწყებული ავანტიურა სწორი არ არის.

„ის ავანტიურა, რომელიც ჰქონდათ წამოწყებული მას, მის ოჯახის წევრებს და მის პარტიის წევრებს, იმისთვის, რომ მისი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლება მომხდარიყო, არ არის სწორი, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს გადაწყვეტილებაც იქნება მათთვის ნიშანი, რომ შეწყვიტონ ეს ძალიან მავნებლური ქმედება, მაგრამ, მინდა მოვუწოდო მათ, რომ ანგარიში გაუწიონ თავიანთ ოჯახის წევრის, თუ კოლეგის მდგომარეობას და ნუღარ წაახალისებენ სააკაშვილის განზრახ დაწყებულ შიმშილს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები