ირაკლი ჩიქოვანი: არცერთი დადასტურებული ფაქტი არ არსებობს საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც მიუთითებს, რომ აქ სასანქციო რეჟიმი ირღვევა
ჩვენი პარტნიორების მხრიდან გვაქვს ძალიან მაღალი შეფასება, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს და არცერთი დადასტურებული ფაქტი არ არსებობს საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც მიუთითებს, რომ აქ სასანქციო რეჟიმი ირღვევა – ეს არის შემდგარი ფაქტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„წამოწყებული კამპანია და ისტერია არის მცდელობა, დააზიანონ სახელმწიფო, რათა წინ აღუდგნენ კანდიდატის სტატუსის მიღებას და ამას აკეთებენ ქვეყნის შიგნით დესტრუქციული ოპოზიციური პოლიტიკური ძალები“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.