ირაკლი ჩიქოვანი: ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება რუსეთის მიერ მიღებული საქართველოსთან მიმართებით, ეს არ არის არსებითი გადაწყვეტილება, თუ ის არ უკავშირდება დეოკუპაციასა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას
ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება რუსეთის მიერ მიღებული საქართველოსთან მიმართებით, ეს არ არის არსებითი გადაწყვეტილება, თუ ის არ უკავშირდება დეოკუპაციასა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ასევე იმ შეთანხმების შესრულებას, რომელსაც 12 აგვისტოს მოეწერა ხელი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.
„რაც შეეხება უშუალოდ ამ გადაწყვეტილებას, ის მიზნად ისახავს, რომ რუსეთმა დაანახოს მთელ მსოფლიოს, რომ მას ინტერესი რეგიონში კვლავ აქვს. ჩვენთვის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესია, როგორ იმოქმედებს ეს გადაწყვეტილება ჩვენს მოქალაქეებზე, თუმცა ამის მიღმა, არ და ვერ შეიძლება ეს იყოს განხილული, როგორც პოლიტიკური დაახლოების ახალი შესაძლებლობა“, – განაცხადა ჩიქოვანმა.