ბაჩო დოლიძე: “ნაცმოძრაობაში” ავიწყდებათ ყველაზე მთავარი – ამომრჩეველი

“ხაბეიშვილი არ მგონია დანარჩენ ორ ფიგურანტთანაც ახლო ურთიერთობაში იყოს, მაგრამ რეალურად აკეთებს იმას, რასაც ავალებენ”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ჩრდილოვანი მმართველობა, რომელსაც ადგილი აქვს „ნაციონალურ მოძრაობაში“, არ უნდა ხდებოდეს, თორემ პიროვნულ ურთიერთობას, მეგობრობას, არავის არ ვუკრძალავთ. რა აძლევთ საფუძველს ასე ომახიანად იყვნენ, ცოტა მიკვირს იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ისინი არიან, რადგან ავიწყდებათ ყველაზე მთავარი – ამომრჩეველი“ – განაცხადა დოლიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პარტიის მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები