მოსამართლეები არ არიან ხალხი, რომლებიც პოლიტიკოსების და საკანონმდებლო ხელისუფლების ქვეშ არიან მოქცეული და დაქვემდებარებული, არ შეიძლება ამაზე ასე საუბარი – მიხეილ სარჯველაძე
“მოსამართლეები არ არიან ხალხი, რომლებიც პოლიტიკოსების და საკანონმდებლო ხელისუფლების ქვეშ არიან მოქცეული და დაქვემდებარებული, არ გეგონოთ რომ ეს ასეა. ეს განსხვავდება იმ ურთიერთობების, იმ ფორმებისგან, რომელიც არსებობს მაგალითად აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. ამიტომ არ შეიძლება ამაზე ასე საუბარი”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ლევან მურუსიძის შესახებ დასმულ კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, კომენტარს ვერ გააკეთებს მოსამართლის კომენტარზე, რომელიც საკუთარ სუბიექტურ დამოკიდებულებაზე ესაუბრება ჟურნალისტს.