გასაკვირი არ არის „ნაციონალური მოძრაობა“ მერაბიშვილმა, კეზერაშვილმა და ადეიშვილმა დაიბრუნონ, ჩვენ სხვა პარტიას უნდა მივხედოთ და არა „ნაციონალური მოძრაობის“ გამოსწორებაზე ვიჩალიჩოთ – იაგო ხვიჩია
„ნაციონალური მოძრაობის“ ვერტიკალი იგივე ხდება, რაც ადრე იყო და ეს არავის გაუკვირდება, ყველასთვის გასაგებია”, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„ჩვენ ვურჩევთ საქართველოს მოსახლეობას და ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობის“ იმ მხარდამჭერებს, ვისაც ეს ვერტიკალი არ მოსწონთ, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში უნდა დაიწყონ. ჩვენ მართლა უნდა დავასრულოთ „ნაცების“ და „ქოცების“ დომინაცია არჩევნებზე. სხვა შემთხვევაში „ნაცებიც“ იგივე იქნებიან. ბატონი მერაბიშვილი იქნება, კეზერაშვილი თუ ადეიშვილი, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან.
„ქართულ ოცნებას“ და ადამიანთა კატეგორიას შეიძლება, არ მოსწონს, თორემ ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ყოველთვის იყვნენ. შესაბამისად, არაფერი გასაკვირი არ არის „ნაციონალური მოძრაობა“ დაიბრუნონ და ხელში მათ აიღონ. ჩვენ სხვა პარტიას უნდა მივხედოთ და არა იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გამოსწორებაზე ვიჩალიჩოთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.