„იმდენად ხელმოცარულები არიან, პარტიის შექმნა უნდათ და ამასაც ვერ აკეთებენ“ – ხაბეიშვილის პასუხი მელიას

“ნიკა მელიამ თავად დატოვა ყველა სივრცე, რაც უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობას“. თავად გავიდა აბსოლუტურად ყველაფრიდან, მიუხედავად იმისა, რომ ერთი სული აქვს კონკრეტულ ადამიანებს, რომ იქნებ, როგორმე პარტიიდან გავრიცხო – ეს არ არის ჩემი საქმე, ეს მე არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა, ჩვენი ხალხის, ქვეყნის მომავალი და კონკრეტული ადამიანები, რომ დროს კარგავენ ამ ლაი-ლაიში, ვწუხვარ ამის გამო”, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას.

მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, თუ რა პოზიცია აქვს იმაზე, რომ მელიამ გადაცემაში ისაუბრა, მათ შორის ზურაბ ადეიშვილზე, დავით კეზერაშვილზე და ვანო მერაბიშვილზეც.

„ადეიშვილის მოადგილე იყო თავად კონკრეტული ადამიანი, მე თვალით არ მყავს ნანახი. ხაბეიშვილზე თქვა, რომ ადეიშვილი დგას მის უკანო და ამას ამბობდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი, ადეიშვილმა სამ თანამდებობაზე რომ დანიშნა, ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირი, ჩემთვის უცნაურია. საზოგადოება ამ ტყუილს არ მიიღებს, ვერ მიიღებს და ვწუხვარ ამის გამო. არანაირი ინტერესი არ მაქვს იმ ადამიანების შესახებ ვისაუბრო, რომლებიც იმდენად ხელმოცარულები არიან, რომ პარტიის შექმნა უნდათ და ამასაც ვერ აკეთებენ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

პარტიის ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი. როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, დღეს პარტია იმართება არაფორმალურად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები