თეა წულუკიანი: ვის რაში სჭირდება გიორგი ვაშაძე, რომ მისი ლიკვიდაცია დაიგეგმოს?
ვის რაში სჭირდება გიორგი ვაშაძე? ალბათ, ხუმრობის ახალი სტილი აქვს, – ასე ეხმაურება კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ხელისუფლება მისი და სხვა ოპონენტების ფიზიკურ ლიკვიდაციას გეგმავს.
„ვის რაში სჭირდება გიორგი ვაშაძე? ალბათ, ხუმრობის ახალი სტილი აქვს. არამც თუ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, თვით ადეიშვილსაც არაფერში სჭირდებოდა გიორგი ვაშაძე, როდესაც მისი მოადგილე იყო. როგორც ყველა მეფეს კარზე სჭირდება ერთი კარგი კლოუნი, ასე მუშაობდა გიორგი ვაშაძე ადეიშვილს კარზე. ვის რაში სჭირდება, რომ მისი ლიკვიდაცია დაიგეგმოს? ეს ალბათ ხუმრობაა“, – განაცხადა წულუკიანმა.