ლევან ხაბეიშვილი: სტრასბურგმა გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ სააკაშვილის ვარშავაში დაუყოვნებლივ არგადაყვანასთან დაკავშირებით, სხვა რამეზე სასამართლოს ამ დროისთვის არ უმსჯელია

სტრასბურგმა გადაწყვეტილება მიიღო, მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის ვარშავაში არგადაყვანასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ, სხვა რამეზე სტრასბურგის სასამართლოს ამ დროისთვის არ უმსჯელია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგმა მიიღო წარმოებაში საქმე და სამართლებრივად ეს დავა გაგრძელდება.

„საქართველოში რუსული პარტია ცდილობს სხვადასხვა სახის ინფორმაცია შეასაღოს საზოგადოებას ისე, როგორც მათ სურთ. დღეს ეს გააკეთა იუსტიციის მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, ზუსტად ისე, როგორც რუსულ პროპაგანდას სჩვევია. საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია და ეს მდგომარეობს შემდეგში – სტრასბურგმა გადაწყვეტილება მიიღო, მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის ვარშავაში არგადაყვანასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ, სხვა რამეზე სტრასბურგის სასამართლოს ამ დროისთვის არ უმსჯელია. მნიშვნელოვანია, სტრასბურგის სასამართლომ ადვოკატების დასაბუთებული მტკიცებულებები მიიღო და თქვა, რომ ამ საკითხზე არსებითად იმსჯელებს. მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგმა მიიღო წარმოებაში საქმე და სამართლებრივად ეს დავა გაგრძელდება. რასაც ასაღებს რუსული პარტია, თითქოს რაიმე დოზით, რაიმე სახით მსჯელობა ყოფილიყო პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ან როგორ მკურნალობენ მას, ეს არის ტყუილი და ნებისმიერ ადამიანს ამ გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ შეეძლება, რომ დარწმუნდეს და, ცხადია, ეს ვერ და არ დაიმალება. ყველას შეეძლება ამ ინფორმაციის გადამოწმება“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები