რატი ბრეგაძე: სახელმწიფოს მოქმედება ყველა ეტაპზე მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში იყო კორექტული და ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი
სახელმწიფოს მოქმედება ყველა ეტაპზე მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში იყო კორექტული და ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.
მინისტრის თქმით, თვითდაზიანება არ არის გამოსავალი და მსჯავრდებული პრეზიდენტი უნდა დაემორჩილოს ექიმების რეკომენდაციებს.
„დღევანდელი საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც ურყევად დგას ადამიანის ღირსების და მისგან მომდინარე ადამიანის უფლებების სადარაჯოზე.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მსჯავრდებულ სააკაშვილის მოთხოვნა მისი საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ.
სახელმწიფოს მოქმედება ყველა ეტაპზე მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში იყო კორექტული და ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი.
ჩვენ ვზრუნავთ ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ თვითდაზიანება არ არის გამოსავალი და მოვუწოდებთ მსჯავრდებულს, დაემორჩილოს ექიმების რეკომენდაციებს“, – წერს რატი ბრეგაძე Facebook-ზე.