“აშშ-ში ბევრ თანამდებობის პირზე იძახიან – კორუმპირებულიო, ყველაფერს დამტკიცება უნდა” – ლევან მურუსიძე

“ამერიკულ გადაცემებს უსმენთ? ამერიკის შეერთებულ შტატებში ბევრ თანამდებობის პირზე იძახიან – კორუმპირებულიო, ყველაფერს დამტკიცება უნდა, ამტკიცებს ვინმე?- იგივე სტანდარტია ჩვენთანაც“, – ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„უსმენთ ხოლმე ამერიკულ გადაცემებს? თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში ბევრ თანამდებობის პირზე იძახიან – კორუმპირებულიო, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ კორუმპირებულია. ყველაფერს დამტკიცება უნდა. ამერიკაში, პრეზიდენტიდან დაწყებული ყველა თანამდებობის პირზე იძახიან, რომ კორუმპირებულებია. ამტკიცებს ვინმე? ვინმე მიიჩნევს, რომ კორუმპირებულები არიან? იგივე სტანდარტია ჩვენთანაც“, – აღნიშნავს მურუსიძე.

ცნობისთვის, აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები