“ნიკა მელიას წუხანდელი ეთერი იყო გამოსამშვიდობებელი საღამო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ – გიორგი ბოტკოველი

„ნიკა მელიას წუხანდელი ეთერი იყო ალბათ გამოსამშვიდობებელი საღამო „ნაციონალურ მოძრაობასთან“, არ ვიცი, როგორ უნდა მოინდომო ან რამ უნდა გაიძულოს, რომ პარტია, სადაც რვა თუ ცხრა წელია, ხარ, ლანძღო და შეურაცხყოფა მიაყენო იქ მყოფ ყველა ადამიანს“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა მედიასთან განაცხადა.

„რაც შეეხება ადეიშვილის საკითხს, მე რომ რამე ვთქვა ადეიშვილზე, ნიკა მელია უნდა იცავდეს მას, რადგან სწორედ ზურა ადეიშვილი იყო, ვინც ნიკა მელიას კარიერულ წინსვლას უწყობდა ხელს. სამი მაღალი თანამდებობა გამოიცვალა ჩვენი ხელისუფლების პირობებში ზურა ადეიშვილის ხელშეწყობით, ის იყო პრობაციის სამსახურის უფროსი, თბილისის აღსრულების ბიუროს უფროსი და ქვეყნის აღსრულების ბიუროს უფროსი. არ ვიცი, ახლა მას სხვა რა უნდა, რომ თქვას ამით, უკვე ჩემთვის წარმოუდგენელია და საერთოდ გაუგებარია ეს ყველაფერი.
ფაქტობრივად, ჩვენ მოვისმინეთ ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აღარ არის და აღარ აქვს სურვილი, რომ იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. ჩაკითხვებშიც ვისმენდით, რომ მზად იყო, სხვა პარტია გაეკეთებინა, მაგრამ, როგორც ჩანს, სხვა პარტიასაც ვერ აკეთებს, იქ არ მიჰყვებიან ადამიანები“, – განაცხადა ბოტკოველმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გუშინ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი. როგორც მელიამ აღნიშნა, პარტია იმართება არაფორმალურად და ეს არის ძირეული პრობლემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები