“საზოგადოება არჩევანს აკეთებს იმ პოლიტიკურ ძალაზე, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას, ეკონომიკური მაჩვენებლის შენარჩუნებას” – გია ვოლსკი
„საზოგადოება ამ შემთხვევაში არჩევანს აკეთებს იმ პოლიტიკურ ძალაზე, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას, ეკონომიკური მაჩვენებლის შენარჩუნებას“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ GORB- ის კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ხშირ შემთხვევაში უფრო ზუსტ რეიტინგებს გვიჩვენებს არჩევნები. მაგრამ არის თემები, თუნდაც იგივე Gorbi-ს კვლევაც არ იყო საჭირო იმისთვის, რომ საზოგადოების განწყობა გვცოდნოდა.
რა თქმა უნდა, საზოგადოება ამ შემთხვევაში არჩევანს აკეთებს იმ პოლიტიკურ ძალაზე, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას, ეკონომიკური მაჩვენებლის შენარჩუნებას. მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საკმაოდ დამაჯერებლად პოზიტიური რეკომენდაციები გასცა, ანალიზი გამოაქვეყნა. აქედან გამომდინარე მსჯელობს საზოგადოებაც“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. შეკითხვაზე – დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ 53 %, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 19 %, „ლელო“ 4 %, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ 3 %, „ლეიბორისტული პარტია“ 3 %, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 2 %, „სტრატეგია აღმაშენებელი“ 2 %, „ევროპული საქართველო“ 2%, „საქართველოსთვის“ 2 %, „მოქალაქეები“ 2 %
„ახალი პოლიტიკური ცენტრი“ – გირჩი 1 %, სხვა პარტიები 7 %.