“ნიკა მელია საკუთარ თავს თვითონ რიყავს „ნაციონალური მოძრაობიდან“ – ირაკლი ნადირაძე
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, პარტიიდან არავინ გაუგდიათ და ნიკა მელია საკუთარ თავს თვითონ რიყავს „ნაციონალური მოძრაობიდან“, – ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
„პარტიიდან ნამდვილად არავინ გაგვიგდია. სამწუხაროდ, თავის თავს თვითონ რიყავს ეს ადამიანი (ნიკა მელია) პარტიიდან. საათ-ნახევრიანი ინტერვიუ იყო და, სამწუხაროდ, მთელი ეს დრო პარტიის ლანძღვას დაუთმო. პარტიას ჰყავს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის სახით, ჰყავს პოლიტსაბჭო და შესაბამისად, პარტიას მართავს ეს ახალი გუნდი“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
პარტიის ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი. როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, დღეს პარტია იმართება არაფორმალურად.