“აბსოლუტურად ლოგიკურია ის რეზულტატები, რაც GORBI-ს კვლევამ აჩვენა” – მიხეილ სარჯველაძე
“აბსოლუტურად ლოგიკურია ის რეზულტატები, რაც ამ კვლევამ აჩვენა”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ GORBI-ს კვლევის შეფასებისას განაცხადა.
„ბოლოდროინდელი მოვლენები აშკარად ცხადყოფს, რომ საზოგადოებაში არსებული განწყობები ერთმნიშვნელოვნად ემთხვევა იმას, რაც არის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და პირიქით – ოპოზიციას არაფერი აქვს რეალურად შესათავაზებელი მოსახლეობისთვის, რომელიც შეიძლება, თანხვედრაში იყოს მათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებთან“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. შეკითხვაზე – დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ 53 %, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 19 %, „ლელო“ 4 %, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ 3 %, „ლეიბორისტული პარტია“ 3 %, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 2 %, „სტრატეგია აღმაშენებელი“ 2 %, „ევროპული საქართველო“ 2%, „საქართველოსთვის“ 2 %, „მოქალაქეები“ 2 %
„ახალი პოლიტიკური ცენტრი“ – გირჩი 1 %, სხვა პარტიები 7 %.