რუსეთის გეოპოლიტიკური ექსპერტიზის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნატალია მაკეევამ განაცხადა, რომ აშშ-ს განცხადება, რომ ქართულ კომპანიებს, შესაძლოა სანქციები დაუწესდეთ, ნიშნავს სრულიად ახალ ვითარებას ევრაზიულ სივრცეში.
ამის შესახებ მან რადიო Sputnik-ის ეთერში თქვა.
„ეს ნიშნავს სრულიად ახალ ვითარებას ევრაზიულ სივრცეში. ჩვენ ვიცით, რომ გარკვეულ მომენტამდე საქართველო იყო სრულიად პროდასავლური სახელმწიფო. ახლა მისი ხელმძღვანელობა აშკარად, ძალიან ფრთხილად, ცდილობს გადახედოს თავის პოზიციას. სხვათა შორის, ჩვენ ვნახეთ 9 მაისს თბილისში გაიმართა გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი მასობრივი აქციები, და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არანაირი დაბრკოლება არ ყოფილა, რისთვისაც მათ პატივს სცემენ და ადიდებენ. და ახლა სახელმწიფო დეპარტამენტი ფაქტობრივად ცდილობს მიახვედროს საქართველოს, რომ აუცილებელია არჩევანის გაკეთება – ვისთან ხართ. და პირადად მე, იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა, ქართველი ხალხის მიყოლებით, საქართველოს ხალხის და ჯანსაღი ქართული უმრავლესობის ნების შესრულებით, აირჩევს რუსეთთან თანაბარ მეგობრულ ურთიერთობას, აღვნიშნავ, ორმხრივ მომგებიანს“, – განაცხადა პოლიტოლოგმა. .
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები განახლდება, შესაძლოა, საქართველოს აეროპორტებში არსებული კომპანიები დასანქცირდნენ.
მისი თქმით, ახლა არ არის დრო, რომ რომელიმე ქვეყანამ რუსეთთან ურთიერთობა გააუმჯობესოს.