ჯუანშერ ბურჭულაძე: კონსერვატიულობა ჩვენი ხელისუფლების მთავარი იდეაა

კონსერვატიულობა არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი იდეა და მე ვერ ვხედავ ამის ალტერნატივას უსაფრთხოების თვალსაზრისით, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

მინისტრმა ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა შეაფასა და აღნიშნა, რომ კონსერვატიულ ფორუმში მონაწილეობა ძალიან წარმატებული პროექტია.

„ჩვენს ხელისუფლებას ჩემი აზრით, სხვა ალტერნატივა არ აქვს. ლიბერალიზმი, გარდა იმისა, რომ ჩვენ ამას არ შევხედოთ რელიგიური და მორალური პრიზმიდან, პირდაპირი საფრთხე შეიძლება იყოს ჩვენი უსაფრთხოების და სუვერენიტეტის დაკარგვისა თუ შენარჩუნების. თუ უკითხავთ ჩვენს ოპონენტებს, როგორია ჩვენი გენოფონდი, როგორია მისი პერსპექტივა“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები