ნიკა მელია: პარტია უმძიმეს მდგომარეობაშია – „ნაცმოძრაობა“ არაფორმალურად, კლანურად იმართება

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ამის თქმა, რომ პარტია, უმძიმეს მდგომარეობაშია, – ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ აღნიშნულ პარტიაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ენმ-ში დღეს არაფორმალური, კლანური მმართველობაა.

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ამის თქმა, რომ პარტია უმძიმეს მდგომარეობაშია. რაც არ უნდა თქვას მავანმა, ჩემმა ყოფილმა თანამებრძოლებმა, და რატომ ყოფილმა, იმიტომ რომ ღირებულებითი და ფასეულობითი დისტანცირება შეიმჩნევა, თუმცა ჯერჯერობით მთავარი ღირებულებების ირგვლივ ხედვას, რაც ძირითადად საგარეო კურსს ეხება ძირითადად. სხვა მხრივ, რაც უფრო მეტი დრო გადის, ვატყობ, რომ უფრო მეტი და მეტი საერთო ნიშანი აქვს დღევანდელ მენეჯმენტის პირობებში „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“. სულ უფრო მეტი და მეტი ნიშანია მათ შორის, ამის აღიარება მე ძალიან მიმძიმს მაგრამ ეს არის ფაქტი. ახალ არ არის არც ნიშნის მოგების და მხილების დრო, თუმცა, არც დუმილის დრო არის. წინ ჩვენ გველოდება გადამწყვეტი ფაზა, სადაც უბრალოდ შეცდომების დაშვების საშუალება არ გვაქვს. ვცდილობ, ვთქვა სიმართლე ისე, რომ შეურაცხყოფა არავის მივაყენო.

პარტია არაფორმალურად არ უნდა იმართებოდეს. დღეს იმართება არაფორმალურად თუ იმართება, ეს არის სერიოზული ძირეული პრობლება. პარტიამ დაკარგა სამწუხაროდ – სოლიდურობა, პერსპექტივა, დაკარგა პოტენციალი ზრდის. ენმ იმართება იმ მოდელით, რომელიც „ქართულ ოცნებას“ კარგად აქვს აპრობირებული, ეს არის კლანური მმართველობა, კაპიტალით მმართველობა, მხოლოდ და მხოლოდ ფინანსური ძალებით მმართველობა, არადა ეს არ არის ის რისთვისაც ათასობით მხარდამჭერი იბრძოდა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები