იუსტიციის მინისტრმა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელთან, რაჟდენ კუპრაშვილთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, რატი ბრეგაძემ და რაჟდენ კუპრაშვილმა ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში იუსტიციის სამინისტროსა და ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამუშაო მიმართულებებზე იმსჯელეს.
“აღინიშნა ხელისუფლების კოორდინირებული ძალისხმევის მნიშვნელობა ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში; ხაზი გაესვა იუსტიციის სამინისტროს გამოცდილების მნიშვნელობას ანტიკორუფციული ბიუროს წარმატებული საქმიანობისათვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მოადგილეები – ბექა ძამაშვილი და ბუბა ლომუაშვილი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.